შექმნილია მათთვის, ვისი ბიზნესიც ადამიანებს ამოძრავებს.

პაკეტები, რომლებიც წევრების შენარჩუნებაში გეხმარებათ.

ერთი პლატფორმა ყოველდღიური მართვისთვის, წევრების მომსახურებისა და შენარჩუნებისთვის. აირჩიეთ პაკეტი, რომელიც თქვენი ბიზნესის დღევანდელ საჭიროებებს ერგება. ბიზნესის ზრდასთან ერთად, როცა მზად იქნებით, მომდევნო პაკეტზე გადადით.

Studio

თქვენი ობიექტის ყოველდღიური მართვისთვის საჭირო ძირითადი ფუნქციები.

219 ₾თვეში

გადახდა ყოველთვიურად

  • ადმინისტრატორის პანელი (POS) და ადგილზე გადახდების მიღება ნაღდი ფულით ან ბარათით.
  • წევრების პროფილები და აბონემენტების პაკეტები.
  • ჯგუფური ვარჯიშების განრიგი და პერსონალური ვარჯიშების დაჯავშნა.
  • პერსონალისა და მარაგების მართვა.
  • ადმინისტრატორის მიერ ვიზიტების აღრიცხვა.
  • ავტომატიზაციის მზა შაბლონები და ანალიტიკური პანელი.

Club

ყველაზე პოპულარული

Studio პაკეტის ყველა შესაძლებლობა და დამატებითი ფუნქციები წევრების ჩართულობისა და შენარჩუნებისთვის.

449 ₾თვეში

გადახდა ყოველთვიურად

  • წევრების პორტალი თქვენი ბრენდით, სადაც წევრები თავად ჯავშნიან ვარჯიშებს, იხდიან და მართავენ აბონემენტს.
  • მობილური აპლიკაცია თქვენი ბრენდით, iOS და Android სისტემებისთვის.
  • ონლაინ დაჯავშნა და გადახდები, პერიოდული ავტომატური გადახდების ჩათვლით.
  • დაშვების კონტროლი: QR კოდით ვიზიტების აღრიცხვა, ტურნიკეტებისა და კარის მართვის სისტემების ინტეგრაცია.
  • წევრების შენარჩუნების ავტომატიზაცია მათთვის, ვინც აღარ აქტიურობს ან ვისაც აბონემენტის ვადა ეწურება.
  • AI ასისტენტი.
  • დეტალური ანგარიშები.

Core

Club პაკეტის ყველა შესაძლებლობა, სიღრმისეული ანალიტიკა და სრული კონტროლი მზარდი ბიზნესის სამართავად.

საწყისი ფასი:649 ₾თვეში

გადახდა ყოველთვიურად

  • ყველა ფილიალის მართვა ერთი ანგარიშიდან.
  • ანგარიშების ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
  • თქვენს სამუშაო პროცესზე მორგებული ავტომატიზაციების შექმნა.
  • თქვენი გუნდისთვის მორგებული როლებისა და წვდომის უფლებების განსაზღვრა.
  • API წვდომა და ვებჰუკები.
  • არსებული სისტემიდან მონაცემების გადმოტანა, რომელიც პაკეტში შედის.
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა და თქვენთვის გამოყოფილი საკონტაქტო პირი.

ყველა პაკეტში შედის პლატფორმის დანერგვაში დახმარება და თქვენი გუნდის მხარდაჭერა. ყოველი მომდევნო პაკეტი წინა პაკეტის ყველა შესაძლებლობასაც მოიცავს.

პაკეტების დეტალური შედარება.

ფუნქციაStudioClubCore
ყოველდღიური მართვა
ადმინისტრატორის პანელი (POS)
წევრების პროფილები და აბონემენტების პაკეტები
ჯგუფური ვარჯიშების განრიგი და პერსონალური ვარჯიშების დაჯავშნა
მარაგების მართვა
პერსონალის მართვა
ადგილზე გადახდების მიღება ნაღდი ფულით ან ბარათით
რამდენიმე ფილიალის მართვა
წევრების გამოცდილება
წევრების პორტალი თქვენი ბრენდით და პირადი კაბინეტი
მობილური აპლიკაცია თქვენი ბრენდით, iOS და Android სისტემებისთვის
ონლაინ დაჯავშნა
ონლაინ და პერიოდული ავტომატური გადახდები
ვიზიტების აღრიცხვა და დაშვების კონტროლი
ადმინისტრატორის მიერ ვიზიტების აღრიცხვა
ვიზიტის დამოუკიდებლად აღრიცხვა აპლიკაციის QR კოდით
ტურნიკეტებისა და კარის მართვის სისტემების ინტეგრაცია
წევრების შენარჩუნება და ავტომატიზაცია
ავტომატიზაციის მზა შაბლონები
წევრების შენარჩუნების ავტომატიზაცია მათთვის, ვინც აღარ აქტიურობს ან ვისაც აბონემენტის ვადა ეწურება
თქვენს სამუშაო პროცესზე მორგებული ავტომატიზაციების შექმნა
ანგარიშები და ანალიტიკა
ანალიტიკური პანელი
დეტალური ანგარიშები
AI ასისტენტი
ანგარიშების ანალიზი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
ინტეგრაციები და კონტროლი
API წვდომა და ვებჰუკები
თქვენი გუნდისთვის მორგებული როლები და წვდომის უფლებები
დანერგვა და მხარდაჭერა
პლატფორმის დანერგვაში დახმარება
სტანდარტული მხარდაჭერა ელფოსტითა და ჩატით
არსებული სისტემიდან მონაცემების გადმოტანა პაკეტის ფარგლებში
პრიორიტეტული მხარდაჭერა
თქვენთვის გამოყოფილი საკონტაქტო პირი მხარდაჭერის მისაღებად

რომელი პაკეტია თქვენთვის შესაფერისი?

Studio

ერთი ობიექტი გაქვთ და ცხრილების ნაცვლად ერთიანი სისტემა გჭირდებათ.

ყოველდღიური საქმის სამართავად უფრო გამართული სისტემა გჭირდებათ. Studio ერთ სივრცეში აერთიანებს წევრების მართვას, ვარჯიშების განრიგსა და ადმინისტრატორთან გადახდების მიღებას. ასე ბიზნესს პირველივე დღიდან ორგანიზებულად მართავთ.

Club

გსურთ, წევრები თავად ჯავშნიდნენ, იხდიდნენ და რეგულარულად ბრუნდებოდნენ.

გსურთ, წევრებმა თავად დაჯავშნონ ვარჯიშები, მართონ აბონემენტები და ადმინისტრატორთან რიგში დგომის გარეშე გაიარონ ტურნიკეტი. ამავე დროს, საჭიროა დროულად შენიშნოთ აქტიურობის კლება, სანამ წევრი აბონემენტს გააუქმებს. Club გთავაზობთ წევრების პორტალს, აპლიკაციას თქვენი ბრენდით, დაშვების კონტროლსა და წევრების შენარჩუნების ფუნქციებს. ასე თქვენს მომსახურებებზე წვდომა წევრებს ტელეფონიდანვე აქვთ.

Core

მართავთ რამდენიმე ფილიალს ან გსურთ, გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოთ.

მზარდ ბიზნესს მეტი კონტროლი და სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. Core ერთ ანგარიშში აერთიანებს ყველა ფილიალს, ამატებს ანგარიშების ანალიზს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და გაძლევთ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ავტომატიზაციების შექმნის შესაძლებლობას. იღებთ სრულ კონტროლს როლებზე, წვდომის უფლებებსა და ინტეგრაციებზე. პაკეტში შედის არსებული სისტემიდან მონაცემების გადმოტანაც. პრიორიტეტული მხარდაჭერისთვის კი გეყოლებათ თქვენთვის გამოყოფილი საკონტაქტო პირი.

პირველი საუბრიდან პლატფორმის ამოქმედებამდე.

დანერგვის ვადები თქვენი ბიზნესის მასშტაბზე, მონაცემებსა და გუნდზეა დამოკიდებული. პროცესი კი მკაფიო და თანმიმდევრული ეტაპებით მიმდინარეობს.

  1. 1

    შეხვედრის დაჯავშნა

    შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო ან დაგვიტოვეთ ნომერი და გადმოგირეკავთ. მოკლე გაცნობითი საუბრისას გავეცნობით თქვენს ბიზნესს, წევრებსა და იმ ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც პლატფორმით გსურთ.

  2. 2

    პლატფორმის გაცნობა

    ნახეთ, როგორ მუშაობს FormaCore თქვენი ბიზნესის მაგალითზე. დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები და გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასეთ, რამდენად პასუხობს პლატფორმა თქვენს საჭიროებებს.

  3. 3

    ხელშეკრულება და პლატფორმის გამართვა

    როცა მზად იქნებით, გავაფორმებთ ხელშეკრულებას და დავიწყებთ თქვენი ანგარიშის გამართვას. გუნდის პირველ სასწავლო შეხვედრამდე მოვამზადებთ აბონემენტების პაკეტებს, ვარჯიშების სტრუქტურას, პერსონალის როლებსა და თქვენი ბრენდის ვიზუალურ ელემენტებს.

  4. 4

    მონაცემების გადმოტანა

    სხვა სისტემიდან გადმოდიხართ? მოვამზადებთ და ახალ სისტემაში გადმოვიტანთ წევრების ისტორიას, გადახდების ჩანაწერებსა და ანგარიშების მონაცემებს. ეს მომსახურება Core პაკეტში შედის, Studio და Club პაკეტებისთვის კი დამატებით არის ხელმისაწვდომი.

  5. 5

    გუნდის მომზადება

    თქვენს გუნდთან შეხვედრაზე ერთად გავივლით პლატფორმის გამოყენებას და შევაჯერებთ მიზნებს. სისტემის ამოქმედებამდე დავრწმუნდებით, რომ თითოეულმა თანამშრომელმა იცის, როგორ შეასრულოს ყოველდღიური სამუშაო. ამ ეტაპიდან ხელმისაწვდომი იქნება ცოდნის ბაზაც, სადაც გუნდის წევრები საჭირო პასუხებს დამოუკიდებლად იპოვიან.

  6. 6

    პლატფორმის ამოქმედება

    ახალი პლატფორმით იწყებთ წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ მუშაობას. ჩვენი გუნდი პირველივე დღიდან მზადაა თქვენს დასახმარებლად. მხარდაჭერის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით, ჩატით ან ტელეფონით.

ნახეთ, როგორ ერგება FormaCore თქვენს ბიზნესს.

დაჯავშნეთ დემო ჩვენს გუნდთან ან დაგვიტოვეთ ტელეფონის ნომერი და გადმოგირეკავთ.