ანალიტიკა და ანგარიშები

თქვენი ბიზნესი რიცხვებში. რეალურ დროში.

თქვენი ბიზნესის ყველა მიმართულების მონაცემები რეალურ დროში ახლდება. დროულად შეამჩნიეთ ცვლილებები, ამოიცანით შესაძლო პრობლემები და მიიღეთ გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით.

ფასების ნახვა
  • ანალიტიკური პანელი
  • მზა ანგარიშები
  • CSV და Excel ფორმატებში ექსპორტი
  • მონაცემები ფილიალების მიხედვით
მართეთ ბიზნესი მონაცემებზე დაყრდნობით.

ფიტნესბიზნესის მფლობელები წევრების შენარჩუნების პრობლემას ხშირად მაშინ ამჩნევენ, როცა წევრები უკვე წასულები არიან. შემოსავლის კლებას თვის ბოლოს ხედავენ, ვარჯიშების მიმართ ინტერესის შემცირებას კი მაშინ, როცა დასწრება უკვე შემცირებულია. ანალიტიკისა და ანგარიშების დახმარებით ცვლილებებს რეალურ დროში აკვირდებით და გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაზე დაყრდნობით იღებთ.

ანალიტიკა და ანგარიშები

4 ძირითადი შესაძლებლობა
01

ანალიტიკური პანელი

მთავარი მაჩვენებლები სისტემაში შესვლისთანავე.

მართვის პანელში ერთ ეკრანზე ხედავთ აქტიური წევრების რაოდენობას, შემოსავალსა და ჯგუფური ვარჯიშების მაჩვენებლებს. აქვე ჩანს წევრები, რომელთა დასწრების ცვლილებაც წევრობის შეწყვეტის რისკზე მიუთითებს. მონაცემები რეალურ დროში ახლდება. მათ სანახავად ანგარიშის მომზადება ან ფაილის ჩამოტვირთვა არ გჭირდებათ.

ანალიტიკური პანელი

მიმდინარე თვე

აქტიური წევრები248 · +6%
შემოსავალი18 420 ₾ · +12%
ვიზიტები1 312 · +4%

წევრობის შეწყვეტის რისკი: 3 წევრი

ამ კვირაში

სურ. 01.მიმდინარე მაჩვენებლები და შედარება წინა პერიოდთან
  • აქტიური წევრების რაოდენობა, შემოსავალი და ჯგუფების შევსების მაჩვენებლები რეალურ დროში ჩანს.

  • სისტემა დასწრების ცვლილების საფუძველზე ავტომატურად გამოყოფს წევრებს, რომელთა წევრობის შეწყვეტის რისკი იზრდება.

  • მაჩვენებლები წინა პერიოდთან შედარებითაა წარმოდგენილი, რათა ტენდენციები ერთი შეხედვით დაინახოთ.

02

მზა ანგარიშები

თქვენი ბიზნესის ყველა მიმართულება დეტალურ ანგარიშებში.

მზა ანგარიშები მოიცავს შემოსავალს, წევრების მონაცემებს, ვარჯიშებს, გადახდებს, თანამშრომლებსა და მარაგებს. თითოეული ანგარიში ხელმისაწვდომია მართვის პანელში და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ CSV ან Excel ფორმატში. ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ შერჩეული ანგარიშების ავტომატური მომზადება და მიიღოთ ისინი თქვენ მიერ განსაზღვრულ დროს.

მართვის პანელი

ანგარიშები

შემოსავალიგაყიდვების ტრანზაქციები · Excel
წევრებიაბონემენტების გადახდები · CSV
მარაგებიმარაგების აღრიცხვა · Excel
გაფილტრეთ მონაცემები პერიოდისა და ფილიალის მიხედვით.
სურ. 02.მზა ანგარიშები და ჩამოტვირთვა CSV ან Excel ფორმატში
  • მზა ანგარიშები მოიცავს შემოსავალს, წევრებს, ვარჯიშებს, გადახდებს, თანამშრომლებსა და მარაგებს.

  • ჩამოტვირთეთ ნებისმიერი ანგარიში CSV ან Excel ფორმატში შემდგომი დამუშავებისა და გაზიარებისთვის.

  • დაგეგმეთ შერჩეული ანგარიშების ავტომატური მომზადება და გამოგზავნა.

03

წვდომის უფლებები

თითოეული თანამშრომელი მისთვის საჭირო მონაცემებს ხედავს.

სისტემის ადმინისტრატორს ყველა მაჩვენებელსა და ანგარიშზე აქვს წვდომა. თანამშრომლები კი მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ მონაცემებს ხედავენ. მწვრთნელი საკუთარი ჯგუფებისა და ვარჯიშების მაჩვენებლებს ეცნობა, დარბაზის ადმინისტრატორი ვიზიტებსა და გადახდებს ხედავს, მენეჯერი კი მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ანგარიშებს.

როლები

ვინ რას ხედავს

მფლობელი

ყველა მაჩვენებელი და ანგარიში

სრული წვდომა

დარბაზის ადმინისტრატორი

ვიზიტები და გადახდები

POS პანელი

მწვრთნელი

საკუთარი ჯგუფები და ვარჯიშები

წვდომა საკუთარ მონაცემებზე

წვდომის უფლებები მართვის პანელში, როლების მიხედვით განისაზღვრება.
სურ. 03.წვდომის უფლებები თითოეული როლისთვის
  • სისტემის ადმინისტრატორს ყველა მაჩვენებელსა და ანგარიშზე სრული წვდომა აქვს.

  • თანამშრომლების წვდომას მართვის პანელში განსაზღვრული როლები და უფლებები არეგულირებს.

  • გუნდის თითოეული წევრი მხოლოდ საკუთარ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებულ მონაცემებს ხედავს.

04

ანგარიშები AI ასისტენტის დახმარებით

გირჩევნიათ ანგარიშის მომზადების ნაცვლად კითხვა დასვათ?

Core პაკეტში AI ასისტენტი იმავე ანალიტიკურ მონაცემებზე მუშაობს. დაუსვით კითხვა თქვენი ბიზნესის მონაცემებზე და მიიღეთ პასუხი ანგარიშის ხელით მომზადების გარეშე. სრული შესაძლებლობების გასაცნობად ეწვიეთ AI ასისტენტის გვერდს.

AI ასისტენტი

ჰკითხეთ ასისტენტს

თქვენი კითხვა

რომელი წევრები არ ყოფილან დარბაზში ბოლო სამი კვირის განმავლობაში?

ასისტენტის პასუხი

7 წევრი. სია წარმოდგენილია ცხრილის სახით.

ხელმისაწვდომია Core პაკეტში.
სურ. 04.ბიზნესის მონაცემებზე დასმული კითხვა და AI ასისტენტის პასუხი
  • მიიღეთ პასუხები თქვენი ბიზნესის მონაცემებზე ანგარიშის ხელით მომზადების გარეშე.

  • ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Core პაკეტში, AI ასისტენტის ფარგლებში.

ანალიტიკური პანელი ყველა პაკეტში. მზა ანგარიშები Club პაკეტიდან. AI ანალიტიკა Core პაკეტში.

ანალიტიკური პანელი ყველა პაკეტში ხელმისაწვდომია. Club და Core პაკეტებში დამატებით მიიღებთ მზა ანგარიშების სრულ ბიბლიოთეკას. შეგიძლიათ დაგეგმოთ მათი ავტომატური მომზადება და მიღება, ასევე ჩამოტვირთოთ ანგარიშები CSV ან Excel ფორმატში. Core პაკეტში ბიზნესის მონაცემებზე კითხვების დასმა AI ასისტენტისთვისაც შეგიძლიათ.

ფასების ნახვა
  • ანალიტიკური პანელი
  • Studioშედის
  • Clubშედის
  • Coreშედის

მზად ხართ, ბიზნესი მონაცემებზე დაყრდნობით მართოთ?

დაჯავშნეთ უფასო დემო და ნახეთ, რა ინფორმაციაზე გექნებათ წვდომა პირველივე დღიდან.

ფასების ნახვა